კრიტიკა
ამ სიმართლეს, ამ რეალიზმს, რადგან ყველა გაურბის, შენ არ იცი, როგორ მზარავს გულქვად სულის გიობა. იდეალიზმს მოკლებული, მოყუჩული თაობის პრაგმატულად მოაზროვნე ბერწი კაცობრიობა. ხო! სხვა ცაა ახლა თავზე, ულურჯო და მოშავო, კაპიტალიზმს ადინჯებენ თავქვე მსვლელი ბარტყები, როგორ მინდა ეს სიმწირე აზრებიდან მოვშალო და ამიტომ დღევანდელებს გულზე მეხად ვატყდები. მწუხრი მეფობს, სამწუხაროდ უფსკრულისკენ დღე მიაქ და მზეც სინდისს ვერ ასხივებს, მასთან ერთად ბნელდება. ვინ ცინიზმით, ვინ უვიცი აღტკინებით მდევნიან, თუმცა ჩემში დანთებული ცეცხლი არ მინელდება... ალბათ ცოტა შემოვრჩებით... დღეს გატეხვას გვიპირებს ზეიდეალს მოკლებული ყოფიერი გიობა. ვერ დაგვიმსხვრევს ზნეს ნაშენებს და ვერ გადაგვიბირებს ფანტაზიას ნაშვილები ბერწი კაცობრიობა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი