რადგან წასვლა უნდა დააპირო
რომ თქვეს ცხრა ცააო, ცა ასია, ასჯერ ათასია სანაპირო... გოგოვ, ჩემს გულს გრძნობამ დაასია ძგერა და თუ წასვლა დააპირო, დაგმე ნისლიანი პერიპედი, რადგან მხედველობა შემინისლა. ვგრძნობდი, შენს არსებას ვერ ვიტევდი, გულთან არ მონდოდა შენი მისვლა. მაგრამ მაინც მოხდა ჩემში შენი მრავალსხივიანი მზის დუქია, ვაი, რომ დამაშვრალს ვერ მიშველი, ვაი, რომ სხვას უფრო შეუქია, ე, მაგ სილამაზით აღტაცება. სურვილს ეპირება ზღვა ქაოსი, გულში საწყისებად ახლაც ხდება წამი, მაგ სინაზეთ განაოცი. უხვად დაიჩრდილა ლირბით არე და დროც უშენობის ვირუსია, ვახ, რომ გული ვერსად გადავმალე, როცა გრძნობამ ტანჯვა მიუსია. რომ თქვეს ცხრა ცააო, ცა ბევრია, და არც ნაკლებია სანაპირო. თვლემა სიცხადეში ჩაერია, რადგან წასვლა უნდა დააპირო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი