ისევ სამშობლოსთვის


ათასმეერთე მოვიცილე ფიქრით მამონა,
დავწვი ტკივილის ჩანაწერი, ფარჩის გრაგნილი.
დრამის ჰანგები დორბლნადენმა ბაგემ მაგონა
და ახლა ძველი დესპანივით ვარ გადაღლილი.

ავად ვარ ვხვდები და მივნელდი, როგორც წენწური.
სძულს ანარქიზმი ჩემს მეობას და ეს ფაქტია!
კასრივით სავსე ღიპებით ვარ ასე შეძრული,
რომ მამა-პაპათ ადათ-წესი ძღომის აქტია,

რომ თითო გროშად იყიდება მიწა ბემონი!
გულს მიღრღნის სისხლის უსამშობლო ძარღვზე წვეთება.
სხვა რაა ხალხო უსამშობლოდ მყოფი დემონი?!
თუ არა სინდისს გაქცეული სულისკვეთება...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი