მავილე


ასე ჩემო ბებრუხუნა,
ასე ჩემო მავილე,
დავჭკნი კაცი, მაპატიე,
მარად ვერ გიყვავილე.

გახსოვს? როგორ ვცახცახებდი,
შენ, რომ დაგინახავდი?
ერთხელ არაყი, რომ შევსვი
ჯერაც რახად ნახადი

და მოვედი სათხოვნელად
შენი ხელის, ალალი,
რომ მინდოდა საკოცნელად
ტუჩთან შენი დალალი.

თავი ისე შორს გეჭირა,
თითქოს მოგიპარავდი.
ნეტა ჩვენ დროს ყოფილიყო
ასე მოდის პარადი.

კალოშს ბოტასით შევცვლიდი,
ქონდა პაპას ტავარი.
შენ გენახა მერე ჩემი
ქუდი ამპარტავანი.

ახლა ხნე ვარ, თორე ქალებს
დავუხსნიდი არშიებს,
ეს სიბერე სუნთქვას, ქალის
სურნელს აღარ აშიებს.

დავჩანჩალებ საცოდავად
ახლა, ჩემო მავილე.
დავჭკნი კაცი, მაპატიე,
მარად ვერ გიყვავილე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი