ხმა გაქვს ეპოქავ
სხვა არის უფრო, უსინათლო კაცის ტრაგიზმი, სხვა არის გლოვა, სხვა სილაჩრის მძაფრი არია, ყოფაზე მეტად, ეს ქერეთი არის სადიზმი, სიკვდილის შიშმა ამიტომაც ხელი დაგვრია. და სანამ ზეცა მოიქუფრავს და ღრუბლებს გაშლის, განვძარცვოთ ფიქრებს სამოსელი- ჩაგვრა ზანგელა, თორე ლოდინი ისტორიის ფრაგმენტებს წაშლის, ე, იმ ფრაგმენტებს, მტერთან ბრძოლა სულ რომ ახელა. დაანგრევს შვილთა მომავალსაც ბაძვის გრიგალი, ბაძვის,რომელიც საძრახია, სიძვის ბეღელი. ჩვენ თუ არა ვართ, მაშ მომავლის ხიდი ვინ არი? ხმა გაქვს ეპოქავ და სიმღერას შიშით ვერ მღერი! ვერ მღერი, რადგან ფუფუნებამ გული მოგპარა. ყველასთვის, ყველგან მკვდარ ძაღლივით რისთვის გაცივდი? წარსულის სისხლი სიდუხჭირემ როგორ მოგბანა? აღარც სამშობლო, არც ღირსება, ძლიერ დამცირდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი