პულსაცია ნულის ტოლია
ჩემი ცხოვრების ფრაგმენტები, ბრუნავს ფირები, ანაცვლებს დღეებს ღამეების ბუტაფორია. მე, უკვდავების ნაგლეჯზე ვარ მინაშვილები და პულსაცია გულისცემის, ნულის ტოლია. ონავრობს ტვინში არევა და აზრშია ჩვევა- გაძღოლა წრფელი მოქმედების, არას ზიანი. ოდესღაც ფირი უმომავლო ფრაგმენტში შევა, დადგება ჟამი გახურებით ცეცხლის ზიარი. დადგება ჟამი ისეთივე, რომ მარგლეს ყანა, რომ წველეს რწმენა ერესებით, როგორაც ალხი. ცხოვრება ჯავრის სიშლეგეა აწმყოში განა, და ამ სიშლეგის შედეგია ბეჩავი ხალხი! მეც ვარ ამ ხალხში, მეც ამ ბრბოში უქმად ვირევი, ვიცი სილაჩრემ სისადავე კაცის მოლია. ვრწმუნდები ფლიდში და ნერვივით მალე ვილევი, სწორე ამიტომ, პულსაცია ნულის ტოლია. წმენდამ მიზნურმა სიბინძურე ნააზრევს ბანა. არ არის ღამე, აქ უბრალოდ დღეა მზე ნაკლი! თვით კაცმა დადგა სააქაო ბოდვაში დრამა, სადაც სიცოცხლე სიკვდილია, ყოფა სპექტაკლი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი