ყოფილა რთული


უკვე დავიწყე სუნთქვა შენით და
ვხვდები მოთმენა მასწავლე ციცქნამ,
გრძნობა სიცოცხლის სულთან შენივთდა,
შიგნიდან მეწვის რაღაც და ძლივს ვარ.

ვრონინებ, ღვიძილს ვაშორე ლული,
ჩემივე თავი ჩემს თავთან გავთქვი,
რაღაც დონემდე ყოფილა რთული,
როცა ნაბიჯებს მისვლამდე დათვლი.

მერე კი... არა, ადრეა ფიქრი,
ჯერ კიდევ შორი გზებია სავალ,
ხო და მოთმენილ ნაბიჯებს ვითვლი,
შენს სულთან ახლოს მოვიწევ სანამ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი