მწყემსი
მივდივარ ასე, ჩამოხეულ ხორცით რა, ეკალ- ბარდიან გზაზე, შორეული მოტივის მგზავრი, ნაზანზალაკარ სიმარტოვეს უკუნით ვრეკავ და სულის ნაწერ წერილს მზიან რიჟრაჟთან ვგზავნი. ვწინამძღვრობ ფარას, ხელთ მიპყრია კვერთხ, ანდა კომბალ, მაყრია თავზე უბედობის თანმხლები ფუფქი, ნამგელ-ხროვიან ღამეს სახეს სისხლიან დროს ვბან, მერე დაგლეჯილ სამწყსოს საფლავს ქაოსით ვუთხრი. ქარბუქი, წვიმა ნადელგმარი მარისხებს, კარავ დატბორილ მოძღვარს შემომეტკბო, როგორაც ძმადი, ვიცი, რომ ახლა ჩამოჭორილ საღრუბლეთს ვგავარ და, როგორც ქარი ღრუბელს, მდევნის ყოველი ძვრადი. დამიფრთხა ფარა, რადგან ამინდ ირევა, სლოკინ ატეხილ ცაზე იელვა და ჩამოწვა ბორი, ცხვართაგან ზოგი ქვე დაეშვა, ზე არბის ზოგი, ჩამესმა ყურში მოსიკვდილო ყმუილიც მგონი. და ისევ, მივალ ჩამოხეულ ხორცით რა, ეკალ- ბარდიან გზაზე, შორეული მოტივის მგზავრი, ნაზანზალაკარ სიმარტოვეს უკუნით ვრეკავ და სულის ნაწერ ეპისტოლეს ზეცაში ვგზავნი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი