სიგიჟით მეცანი
მივარდნილ ადგილებს უსახო ნიშნული უდგია ნებიერ, ანთებულ ჩირაღდნად... რა ბოღმა? ვინ გითხრა? საიდან? რის შური? უბრალოდ ბოროტი შემბოჭავ ხშირად და დორბლნადენ ბაგეებს სადუჟედ შემიგრეხ, რომ სული ბობოქარ დინებას ატანო; რა? განა არ ვიცი? იმ ხესთან შენ იდექ და როგორც პირველ კაცს, მეც გინდა მახარო ღმერთისგან წასვლა და მანძილი საშინელ სიშორედ აქციო მიღმიერ წყაროსგან; დღეს დიდი ზღვარია ამ დროს და მაშინდელ განცდასთან, ამიტომ ზეციდან წამოსვლა გამოცდილ ბუნებას არ ძალუძს მიამიტ პირბჩენით, შეუძლის მარტოდენ მრჩევლობით, მიზეზიც ეს არის, გადავრჩი მე ამით, რომ არსით არ ვმყოფობ ქვესვლითი მძევლობით. და დღეს, თუ საშინელ, უსახო ნიშნულთან ნებიერ ჩირაღდნად აენთე მეცარი, შურთან და ბოღმასთან სიმწირით მისულთან მოველ და წარსულის სიგიჟით მეცანი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი