აფსურდჰაეროვან ჰორიზონტებს
ალბათ დავძველვმოდდი, რადგან ვერ გავუგე ახალ მოდის პონტებს, ალბათ გავწარსულდი, აწმყომ წინაპართა აზრებს გადამხვია და ვერ მივაკვლიე ნათანამედროვებ, გრძნობად ჰორიზონტებს, ისევ ჯვარი მწამს და ჩემი თილისმაა წმინდა პანაღია. ალბათ მომავალთან ვიპირსისხლიანებ, რომ მსურს აღაპები, ვიცი სხვა წლებს ვკუთვნობ, მაგრამ ჩემს არსებას, რა ვქნა? აქაც უნდა, თქვენ თუ ვერ გამიგებთ, ან ვერ მიმიხვდებით, ღმერთთან გავნაღდდები, ვერ შევეგუები იმათ, ვინც დროების ბედით დაფაცურდა. კაცი? ვაჟკაცი და უტაკიმასხარო, მე ეს ასე ვიცი, ისიც ვიცი, რომ კაცს ერთგულების გამო აზრი უნერვია, ახლა ვის მივანდო შვილი ან სამშობლო, ვიღაც ბასევიჩი დგას და აბოყინებს ხმას და რაღაც მითი ჩვენში უნერგია. ადრე სწორ გზავს ვსდიეთ, ახლა გზა კი არა რაღაც გრეხილივით სავალ ბილიკებზე მივიზლაზნებით და ვგუობთ ამ ჩემებას, დაღმა ვეშვებით და ცამ, თუ არ გვახვედრა უღელტეხილივით დიდი აღმართები, ჩვენით ვეღარ ვხვდებით უკვე შეჩერებას. ძვალს რა გამიმაგრებს, ირგვლივ დიაცობის მთელი სარკომაა, დიაცს კი არ ვერჩი, კაცი გადიაცდა, გულში ვარზიანი ფიქრი ჩაუბუდდა და ეჩურჩულება: ,,ტკბობა აქ ყოფნაა, აბა გაერთობი, თუ გლეხს ემსგავსები ყანა-ვაზიანი?!" აცდენს, აცდენს ბებლი, ნაჯანდაბარი და ძუა კუდოვანი, აცდენს და შეცდენილს ბოლო ამოსუნთქვაც ღრმად სწამს დაიტკბობა, სხეულს აჯანსაღებს, არა ეს კარგია, მაგრამ კუნთოვანი და აზრ შეზღუდული ვის რაში არგია მისი რაინდობა? არა, მე ვძველვმოდობ, რადგან ვერ გავუგე ბრიყვთა მოდის პონტებს? კარგი მეცინება, მადლობა უფალს, რომ წარსულს გადამხვია, თორე მოვივლიდი აფსურდჰაეროვან და ყალბ ჰორიზონტებს, სადაც არც ღმერთია, არც მისი ჯვარცმა და დედის პანაღია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი