ჩემს პოეზიას..


პოეზიაში რთული ვარ და ვერ მივსდევ მარტივს,
და ეს სირთულე შემბრკოლები ვინმეს თუ კია
პირადად ჩემთვის, ჩემი ლექსი კაპიკიც არ ღირს,
არ ვწერ სახოტბოდ რადგანაც და არ მსურს დუქია.

დასაკარგავი არც რა მაქვს და შემძლები სიტყვის
ქარცეცხლში ვაქცევ უზნეოს და ყოველგვარ მრუდეს,
ვიღაც სულელი ერს და ბერს და ცხოვრებას მირყვნის,
ჩემს პოეზიას კი მხილება საფუძვლად უდევს.

ჩემთვის პოეტი სიბასრეა, არეულ ყოფის
სანათურია, თუ კი ირგვლივ ფერი მუქია,
არ ვერიდები ამხედრებით მოქნევას ჯოხის,
არ ვწერ სახოტბოდ რადგანაც და არ მსურს დუქია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი