დედამიწას, უთვალავ არდის გავლას რომ ჩემობს..


დავდგები ღრუბლს და დაუღლელად დავუთვლი ნაღველ
წართმეულ შვილებს დედამიწას, უთვალავ არდის
გავლას რომ ჩემობს და არც იცის, თოკები დაღრღნეს
მასზე მცხოვრებმა ვირთხებმა და საფლიდე ფარდის

მიღმა მომსხდარან სათათბიროთ, თუ როგორ უყონ
ბოროტი. სიტყვა შემხმარია ნამუსრევ ბაგეს.
მას კი ჰგონია, რომ ეპოქა ყოველმხრივ სრულყო
და ეს წინსვლები, კაცობრივი, სიცოცხლეს არგებს.

არგებდა კიდეც, მაგრამ ახლა ბევრია დიმოსს
ნაჩვევი. ყალბი სისრულიდან იშვება ზიზღი.
უარმყოფელნი უარყოფენ პურსა და ღვინოს
გამომხსნელად და ნაცვლად, მართლაც ბედნიერ წინსვლის

უკუსვლის ჩარხში გამოთალეს გამყოფი ძელი,
ორ ყოფნას შორის მოათავსეს და თუ კი უყვეს
ბოროტი მშიერ ეპოქას და წაართვეს ძველი,
დარწმუნდებიან კიდეც, რომ მათ ყოველი სრულყვეს

იმ სისრულითვე, რა სისრულეც ღმერთისგან მოდის.
მე კი, ღრუბლებზე შემოვჯდები, დავთვლი დაუღლელ
ამ უმსგავსობას, გამდგარი და ნაბრიყვი მოდგმის,
რომელთაც სული, ამ ეპოქის სულთან აუღლეს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი