დროება აშარი
ღამით მთვლემ განზრახვით მიჰყვება კაბალურ მოძღვრებას და თან გმობს, ბაალის გინგილა მოხვია წარსულის სიცრუით დაღალულ ახალბედ თაობას და თუ კი იგრილა მიშვებით დროებამ შუბლი, მით ღვთიური შეკეტა სარწმუნოთ ჩაკეტილ ციხეს და ახლა თქმაც ძნელია, ასე მისტიური ჭრილობა ბებერ წლებს სულ გაუმიზეზდა. ან რისთვის ბობოქრობს დროება აშარი? მყვარივით ყიყინებს და უფსკრულ ამონებს თაობას, რომელიც კლდე არის ნაშალი და გაუთელია სიგიჟის მამონებს, ისეთი თელვით, რომ სუიციდნარევი ქვემძრომი ძალადობს ყოველგვარ თემას და არავინ არ მოჩანს ტანჯვაში ჩამრევი, ისევე იმედი, თუ გაუთერმოსდა ალალ გულს. ნაბიჯი მართლაა უკუ. თუმც მისტიკამ მიმწუხრი ათასჯერ ისხლიტა, მაინც ვერ იმეტებს დროისთვის მუჯლუგუნს, დროისთვის, რომელიც ცდილობს, რომ ლიფსიტა ღამით მთვლემ განზრახვით მიანდოს კაბალურ მოძღვრებას, არაფერს არ დარდობს აშარი, წყვდიადში მიათრევს ყველაფრით დაღალულ თაობას, კლდესავით, რომ არის ნაშალი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი