კერპთმსახურივით ვარ, ზამთრის სუსხი ისე გამიღმერთდა ..


კერპთმსახურივით ვარ, ზამთრის სუსხი ისე გამიღმერთდა
ძვლებში დამტვრეული მივიზლაზნები და... ან რას ვჩივი?
ზამთარს, თუ ვერ დავძლევ, გამომშვიდობება არიფებთან
მაინც არ მომიწევს, ხო და არ მანაღვლებს გასაჭირი.
უღმერთობასავით მოდის სიცივე და სამზიანო
ზეცას შევნატრი რა, უკუგდებულია მგლოვიარე
თვალის აცრემლება, მაინც ჩემს ნებაზე ვაბზრიალო
უნდა დედამიწა, რომლის გაჩენისთვის მშობიარე
მზე ცას გამოვკიდე. მე ვერ დამჩაგრავენ არიფები,
თუმცა ზამთრის სუსხი ოლიმპოელივით გამიღმერთდა,
რადგან კერპთმსახური სიცოცხლის ფასადაც არ ვიქნები,
ბოდიშს მოვიხდი და ფეხზე დამეკიდნონ არიფებმა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი