მე ვიცი რადგან ..


მე ვიცი რადგან, შენ წარსულთან გიკრძალავ მისვლას,
მე ვიცი რადგან, თანდაყოლისლს გიბინდავ ნერვებს,
კარგია, როცა უძლურება ბარგს მხრებზე ისხამს,
და გარბის ჩვენგან, თავს გვანებებს დროებით მძევლებს.

ახია ჩვენზე, შემოვუშვით გულში და მისგან
მივიღეთ ზიზღი, უცნაური მადლია ალბათ,
მე ვიცი რადგან, შენს თავს ჩემი თავიდან ვრისკავ,
შენც გჯერა ჩემი და სიცოცხლის ლოზუნგით დავალთ.

მე ვიცი რადგან, შენ გიკრძალავ ყოველგვარ წადილს,
რომ იყო ყოფნა-არყოფნითი არსობის ერთი
გაურკვევლობა და, თუ ჩემგან ოდესმე წადი,
გახსოვდეს, მხოლოდ იმ პირველს და ჩემეულს გელტვი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი