გზა
გზა აღმართულა, გავსცქერი და მოჩანს დილემა, თავსვე ჩავძახე- ალბათ გზაა ცად აღმართული, თორე მიჯნაა საწყისებთან სულის მილევა, უსისხლობაა ოხერი და გადაძარღვული. შორია გზა და ბოლო არის მისი ისეთი, რომ შემზარავი ხასიათით მოჰგავს ტაიჭს და საკმარისია! დრო რას მიზამს, წლების მიმცვეთი? მაშინ, როდესაც სული უკვე იქით გაიჭრა, სადაც აღდგომა მარადისის არის ბერკეტი (ხსნა ყველასათვის შესაძლოა, რადგან უფალო ჯვარცმული ხარ.) და ახლა, როგორც გინდა შემკეტე, გამოხსნილი ვარ, იმ პირველი ცოდვით უბრალო. მე, გზაზე მივალ, უკუნია, ზეცაა შლეგი, მრუდი გზებია ჯვარედინად, სისწორის ნაცვლად. ღმერთი მეძახის- დასრულდი და საწყისში შედი... ვხვდები, რომ ღირდა ეს ყოველი იმ წლების ძარცვად, რომლებიც ჩემი ზმანებიდან ავხორცნი ჩანდნენ, გავდნენ სიმწარეს ტკივილიანს, უშნოს და ირიბს. ხორცი ვაგვამე და მისსავე საწყისში ჩავდე, რადგან სიცოცხლე, თვით სიკვდილის ფასადვე მიღირს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი