სიბერის ლექსი
დავბერდი. არც თვალ, არც ყურ და არც ხელ მმორჩილობს, დავალ მარტოკა კანკალ, სიკვდილის პირს ვარ და მაინც გამხელ, როგორც სიცოცხლეს, მერე ამ დამპალ გზაჯვარედინებს გავცქერი უკან, წარსული წასულ წყვეტილებს მავნე ჩვევებით მახვევს თავს, ხო და მკურნალ ოცნებად გამხელ. მინდა, რომ გგავდე სათნოს. ამ ბოროტ ბორგვაში ნამყოფ კაცს დამრჩენიხარ ნუგეშად ერთად– ერთი ქალი და ცხოვრებას არ ვყოფ ცუდ–კარგ კადრებად, მიდგახარ მედგრად გვერდით, გეფერო მინდა სულ. ამ ხელ წართმეულს სული მიდგია შენით, სიკვდილის პირს ვარ და მაინც გამხელ, როგორც სიცოცხლეს. ოხ რა რიგ შვენი ყოფიერ სურვილს.მიყვარხარ ყველა ცოცხალზე მეტად, შეგწირე ტარიგ ამ დამპალ ყოფას. შენ, სუნთქვის ხელა ქალი მიყვარხარ, მიყვარხარ რარიგ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი