შეშლილი, რადგან..
შეშლილხარ ჩემო, შეუშლიხარ ჭკუიდან დარან ჩახერგილ სივრცეს. სიმართლეა, ჭაობში შევალ, რადგანაც სიზმრის ალქაჯები ბურანში დგანან და მათი სიზმრის რეჟისორი უთუოდ მე ვარ. შეშლილხარ ჩემო, გადაგყრია სხეულზე დენთი, რომ გიზგიზს მისცე თავი. შორით ღმერთები სდუმან, რადგან მათ შორის არცერთია ნამდვილი ღმერთი, მათი ღმერთობის სცენარისტი მე ვარ და ცრუ ვარ. შეშლილხარ. ვახ, რომ ეგ სიგიჟე ჩემიდან მიგაქვს შენთან და ჩემით სულ გადაღლილს გიყვარვარ. ლოდინ წართმეულს სრული შეშლილობის სიზმრებით გძინავს, გაჩემნაირდი უკვე შენც და თამამად მოდი, რომ შეშლილ ბურანს სიფხიზლისკენ ავუღოთ გეზი და სრული სიღრმე ავითვისოთ, რადგანაც ძენძა სამყარო შეშლის ალქაჯებმა და ასე ვეზირ წართმეულ მეფის ტახტი სრულმა სიგიჟემ შეძრა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი