მეტამორფოზი
მე, მწუხარებამ მომტეხა ფრთები, ვფრენდი აისის იდუმალ ჩქერში და კაეშნის კავი ბობოლა ვერ მიტაცებდა. მიწამ ფრენის განა რა იცის? ან რა აზრი აქვს, რომ დავიწყო მისთვის მოყოლა იმის, თუ როგორ ვაშორებდი მიწიდან სუსხით გათოშილ ფეხებს ზეცამდე და დავყავდი ზეცას, ვით ემბრიონი დაყავს დედას გამთბარი მუცლით. ახლა უფრთო ვარ და მწუხარი ძაძები მეცვას უნდა მანამდის, სანამ ლოდინ დაღლილი ზარვა არ მივემსხვრევი უმზეობის გაყინულ ზღუდეს, სწორედ, რომ ფრთები მომაგლიჯა ავყია ჟამმა, ჟამმა, რომელიც ღირსია, რომ უსაზღვროდ მძულდეს, მაგრამ არ ძალმიძს შევიძულო. თუმცა აისის იდუმალება მენატრება. კავი ბობოლა, კაეშნის, მღლის და მაინც, მიწამ განა რა იცის? რომ მას დავუწყო, მწუხარე ჟამს, ამბის მოყოლა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი