მმივალ გლეხურად
მერე რა, თუ კი მთაგორიან, დაგრაგნილ, გრეხილ გზას შევმდგარვარ და ყოველგვარი ზრახვაა გრიგალ ნაბურთავები? არაუშავს, ვარ რადგან გლეხი, გლეხური რჯულით და სინდისით მომავალს მივალ. მკრთალია შუქი ღამეული, ვით ლევნა სუნთქვის და სული, ხორცში სახლეული, ნაჩვევი ბორგვილ საწუთროს, ყივის, ენატრება სამკვიდრო უფლის, რომელიც ნუგეშს, სიმშვიდეს და სიხარულს მოჰგვრის. ნახირობს ხალხი, დაემსგავსა მიწაც რა ბოსელს, თავგაყიდული, ნაყროვანი ავყიობს ღმერთზე. ისევე, როგორც ამადლიდნენ გამოხსნას მოსეს, ღმერთს ამადლიან ჯვარცმასა და რაღა ვთქვა მეტზე? მეტში ქაოსი ჯადოქრობს და იმატა გრეხილ გზის მწვერვალებამ. ყოველგვარი ზრახვაა გრიგალს შენახეთქი. ეჰ, არაუშავს, ვარ რადგან გლეხი, გლეხური რჯულით და სინდისით უფალთან მივალ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი