ეჰა


როცა სიბრმავეა ღამე,
როცა განგაშია მოცდა,
როცა ამ კარიბჭის გარეთ
მიდის უმოწყალო ხოცვა,

მაშინ სული არის მარტი,
გრძნობა უსაშველო გვალვა,
თავი? აბა მიდი მართე,
სისხლი არ შეგრჩება გრამი,

ისე ახრჩოლდები ფუჭი
სიტყვის მარცვლოვანი ღუა,
რომ თან გაგიტაცებს ხურჯინ
ჩამოკიდებული ბუა.

ახლა მოსისხლოა არე,
ჩუმი განგაშია მოცდა,
ხო და ამ კარიბჭის გარეთ
მიდის უმოწყალო ხოცვა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი