პარადოქსი
აჰა, კი ბატონო, შენი არსობა და შენი ინერტული სუნთქვა უჰაერო სივრცის მონტაჟისტმა ისე აგრიფონა, რომ გზა მიგეგრაგნა. მოგაქვს ეპოქა და ისიც ისე მტრული, სულის დარაბებთან წყვდიადს რომ მობელავს. მიკვირს სად გიპოვა ე, მაგ ნაძირლობამ, ე, მაგ უმსგავსობამ? დღესაც ბალღობენ რა, ჩემთვის საშიშია, შეძვრე ამ სამყაროს, ისეც ნაქიმერალ ტვინში. საზიანოდ ნაქაოსებსა და ჭირში ძალ მომღერალ აზრებს ვემიჯნები, ხო და რა ვიმღერო? რის? ან რა სიმღერა?! თავზე ჩამოლეწილ ზეცის ბატონია შუ, თუ ჰელიოსი. თავი ამოვწურე, მიღმი მსვლელობაა ჩემთვის იდილია. ადრე მითიური, ახლა ჭეშმარიტი ღმერთი შევიმოსე და ხსნას მივაგენი, რომლის გრადაციის ხიბლიც სიკვდილია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი