ბოჰემა


ლექსებს ვეღარ ვწერ, უფრო სწორად კი, აღარ მეწერება.
იმაზე მეტი რაღა უნდა მაწამონ, რაც თავი ვაწამე?
და ან რას დამაკლებს შეჩვენებულთაგან შეჩვენება?
ჩემისთანები? ღმერთმა უწყის, როგორ და სად წავლენ...
ვფიქრონ ჯოჯოხეთში, მაგრამ ჯოჯოხეთიც გადავსებულია...
მე ვამბობ, სამყაროს ნაგლეჯი, ნაფლეთი გრაგნილი-
ადამიანი მკერდზე გედგას, მეტი სიმძიმე არარსებულია.
ღმერთი, თუ მიშველის, სხვა ვერვინ, ისე ვარ ცხოვრებით დაღლილი.
ძმაო, პესიმიზმზე კაი ძმაკაცივით ხელის მოხვევა
(შენგან მონაწერი.) ისე მაღიავებს, ვძიობ იმ ალაგებს,
სადაც არ იქნება გაუწმინდურება, ტირანი ბოჰემა,
სადაც ყველა შეშლილს, დიდი მოწყალება, ღმერთი მიგვალაგებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი