მარტივი წერილი
გწერ წერილს, ჩემო მზიანო, სასიყვარულო წერილს, ამ გრძნობამ დააზიანა ჩემში სტატუსი მწერლის. ახლა ნადირზე დაგეშილ უშნოს მოვგავარ მწევარს, რად მინდა, მე, შენს გარეშე მრუდე სამყარო, მწერალს. გზა ამერია, უხეში ვერ გაუკვალავთ დროებს, მჭირდება შენგან ნუგეში სიკვდილის მძებნელ პოეტს. ვარ ხატოვნება სიწმინდის გაურკვეველი ლანდის, ჩემი გზა ალბათ იქ მიდის სადაც სახლია დარდის. სწორედ ამიტომ მინდება შენგან ნუგეში მწერალს, ვგავარ, რადგანაც ბინდდება, ბინდზე დაგეშილ მწევარს. ვგავარ ფერხთმორთხმულ სიგიჟეს და ფერგადახდილ დროებს, მიწა, რომ გულზე მიბიჯებს, მიტომ მჭირდები პოეტს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი