დედას


დედა ჩვენს შორის უფსკრულია უშნო ეპოქა,
მე გვერდს მიმშვენებს სიამაყე–მკვლელი ამგალი,
ხო და სიშორეს ეს მიზეზი ნაღმად ეყოფა,
მე კი არ მინდა საცხოვრისი სახლი ამგვარი.

რადგან ამ სახლში შემურული კედელ–ჭერია...
მივიღე გუშინ მოწერილი შენგან ეტრატი,
რომ სათნოებას შენი არსი დაუჭერია,
მე კიდე, დედა, მაგგვარ ყოფილს ხარბად შეგნატრი.

მღლის ეს ცხოვრება ათას გვამს და ნათქვამს ნაბაძევს,
მღლის და სურვილი უცხო მიზნის სიმხნემ დაგეშა,
მინდა გაქცევა, მაგრამ გული ნებას არ მაძლევს,
გული, რომელმაც გრძნობის სხვა მნე აათარეშა.

და ახლა გვემა სასყიდელის სრულია ლეპტა,
შევღონდი, რადგან სირცხვილია ჩემი ამგალი,
მინდა გაქცევა... დასასრულის დღე იყოს ნეტა,
არ მინდა დედა, საცხოვრისი სახლი ამგვარი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი