ღრმა ხარ
ღრმა ხარ და შენი სიღრმეა ღამი ფიქრის მაგვარი წვდომის თანმდევი ძარღვის მოსისხლო მდინარის ღვარი, მასში იწყები და თან მთავრდები. ღრმა ხარ და შენი სიღრმეთი მოგავს კოსმიურ სიღრმის უსრულო სივრცეს, სხეული ყველა პლანეტას მოძრავს, რომელიც ერთი ცენტრისკენ იწევს. და ეს ცენტრია სიღრმეში სიღრმი კარიბჭის მიღმა შობა და ღამი ფიქრის მაგვარი, ფაქიზი სიყრმე, სიყრმე-უფსკრული სიბრძნის ღრმა ხრამი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი