გრძნობამდე უსრული მეტრია
რად მინდა სიტყვები ნუგეშის გარეშე?! შემეძლო ღიმილი სიკვდიმდე მეთრია... ეგება ცოტათი გრძნობამდე დავეშვე, მაგრამ ეს დაშვება უსრული მეტრია. გონება გულისხმას არასგზით ეზრახა, და ასე სიშლეგის დავლაშქრე უდაბნო. სიმხდალის წყარო და სიმდაბლე ეხლა ვარ, რადგანაც ვურვობ და ვმწუხარობ მუდამ დრო. ძნელია აღმართი, თუმცაღა გორაკი მცირეა და ძალსაც სიჭარბით არ იღებს, ვტყვევდები ამაყი და სადღაც ბორა კი კორტნის და ამცირებს სიწმინდის ტარიგებს. რად მინდა სიტყვები?! როდესაც მარწუხი შემეძლო ღიმილით ტანჯვამდე მეთრია... ახლა კი მოვტყდი და სიმხდალით დავმწუხრდი, რადგანაც გრძნობამდე უსრული მეტრია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი