ღმერთის მიღმა


იქ, ღმერთის მიღმა, თავსხმაა და ქოსა მანგალი
ცელავს სიცოცხლეს. ცეცხლისფერი ტანჯვის დინება
მიგათრევს. სვლები-უკუღმართი ბიჯით ბანდალი
უსასრულობას სასიკვდილედ მიებინება.
იქ, ღმერთის მიღმა, მდუმარების რამე მაგვარი
არ არსებობს და დაყრუების ბოლო სტადია
ისმენს საზარელ გმინვას, რომლის შორი საზღვარი
ახლინდებური საწყისია. დრო სტანდარტია.
იქ, ღმერთის მიღმა, ღმერთია. და სულის საფარი
მხოლოდ სირცხვილი, უღირსობის მარადი განცდა.
გთხოვ, იქ ნუ წახვალ, რადგან ახლა ღმერთი აქ არი,
შეგიყვარა და შეიყვარე, სხვა უნდა არც რა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი