მარადისშიც ვიცოცხლებ შენით


დამყვება შენი ჩრდილი და ზეჰარ
ზმანებას ღვიძილ შეჰყრია. თურმე
აისის მწველი, მცხუნვარი მზე ხარ,
ამოხველ ჩემთვის და ასე მზრუნველ
ღვთაებას სული შეგხარის. მრეში
ფერები ზეცის ტყვევდება. შენით
სიცოცხლე შედის საოცარ დღეში
ღამის შემდეგ და მიმოდის შვებით.
მე მთელი ჩემი ცხოვრება განდო
მინდა და მერე მოგიკვდე. ამბავ
დასრულდეს ტკბილად, ბალღები ზარდო
ჩვენს სასახელოდ, შემდეგ კი ნაგრაგნ
სხეულზე შენი სხეული მადგან,
ორი ერთ სრულებრ საფლავად ვიქცეთ,
ერთ სულ და ერთ ხორც ვიყავით რადგან,
მერე კი სითბო ვასხივოთ, ვით ცეცხლ
ანთებულ მზეებს შეშვენით, ბეგარ
დადებულ ყოფას თავმდაბალ მზერით.
ვიცოცხლე ქვეყნად გამთბარმა შენგან
და მარადისშიც ვიცოცხლებ შენით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი