დაჟინებაა სუნთქვა
დაჟინებაა სუნთქვა და თავზარდამცემი დრამა სიცოცხლის მავნე აჩრდილთა შორის მთვრალივით მივალ, შველა იქნება ან არა, დათქმული დრო, რომ გავა, ან მზე გამითბობს სადგომს, ან თავს ლაფს დამასხამს წვიმა. შედარებითი რომ არის ყველა ნაბიჯის ხვედრი და წარსულის მოწმე მარად, რომ აწმყოს ქაოსი არის, ვის ეგონა ეს შემთხვევა სულს კვლავ სხეულში შეხრიდა, მაშინ, როდესაც ცხედრიდან ზღვა სიყვარული გადის. თავსაც მოიკლავ, თუ ხელში შემოგაჩეჩეს თურგანი, თუ ცხოვრებიდან ავი, ან წყევლა გიყარეს ხურჯინში, დაჟინებაა სუნთქვა და ამ ცხოვრებისთვის უგვანი ვებრძვი ყოველგვარ სიყალბეს, რომ გადაგვარდეს ცრუ ჯიში. გზა, სისრულისკენ გამრეკი, დასნეულდა და ბორგვა შეჰყრია სულს, რომ ცხედარი მისთვის სახლია იშელი, დაჟინებაა ჩემში და ჟინი თუ გინდა მოვკლა გამიმარტივე სუნთქვა, სხვა? ვერც შენ ვერაფერს მიშველი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი