შენ იცი ღმერთო


ჩემი სურვილი, ავადმყოფურ, ამო ყოფნიდან
გაღწევაა და ეს სიშორე არ ჩანს ბურანში.
შენ იცი ღმერთო, ერთი პური სამ ძმას გვყოფნიდა,
არც მას ვჩიოდით, ვიძინებდით ნაგვის ურნაში.
ახლა რა დავჩით? შეგვიტყუებს ტახტ და კათედრა.
მახსოვს დედის მკერდს მიყრდნობილი როგორ ვგოდებდი,
საწყალი დედა, სიცხიან ძმებს თავზე გვათევდა,
ჯვარცმული იყო ყოველ ღამ და შენ მაგონებდი,
შენ, მისი ჯვარცმით, შენს ჯვარცმას. ეხ, გული დაღონდა,
თვალსაჩინოა, ზეცა შავობს ადრე ბივრიტი
იყო და მთელი გალაქტიკა მკერდით დაქონდა.
იმ ცის მშვენება მენატრება, მზედ რომ მივლიდი
გარსს იდეალის გრიფონო და ასე ამაო
არ იქნებოდა მამის სიტყვა, კაცურ–დამრიგე,
არც ისე გრძელი გზა მაქვს, რომ გზა გავიშარავო,
წუნს კი არ ვუდებ შემოქმედო შენს ქმნულს, გამიგე,
რადგან ამ ყოველს მართავს ვინმე უღვრთო კაპიკლარ,
ძუნწი, ახვარი და სისტემის ვირთხების გვარი
მბრძანებლობს, დედამიწა მიტომ გამიკაპიკდა
და არ მადარდებს ცოცხლად ვივლი, თუ ცოცხალ–მკვდარი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი