0 91

ყალბ ადამიანებს


შენთვის ადვილია, მე მკითხე, სიკვდილამდე რაღა დამრჩა?
ნაგავს შევერიე, ვითომც და ღვთისა და, ვითომც და ქრისტესი,
უკუღმართობამ და გაძვალტყავებულმა სიმართლემ დამამაჭრა.
პედერასტებს მიაქვს ქვეყანა, კანონობს მახინჯი ინცესტი...
ლაჩარი-სახელი კაცის და აწყვიტე ცხოვრებას აღვირი,
რაც მოგესურვება ის ქენი! ვინ გითხრა, რომ რამეს კრძალავენ?
წარსული სისხლია, აშკარად ტყვილად და უაზროდ დაღვრილი...
ლოცვები? შეეშვი, უფალი მკვდარია და ნუღარ აღავლენ.
,,მე ჩემი მოვჭამე, მომავალს მიხედე"-ფრაზაა ფრთიანი,
წინაპრის იმედი მტერს ქონდეს... მტკივდები, ვაიმე სირცხვილო.
ეშმაკი სადღაა? ჯოჯოხეთს განაგებს თვით ადამიანი,
დროა და მგონია მასეც სჯობს, საწყალი სიკვდილი იშვილო.
როდემდე? არასდროს მორჩება დაცემა. სულმწარი წარსული
მკვდარივით გაქვავდა. დღეს მიწის მაგიერ სატირა ტრიალებს...
რის ღმერთი თუ ძმა ხარ? ან როგორ უშველის ათასჯერ ჯვარცმული,
გონება წართმეულ და მოდას აყოლილ, ყალბ ადამიანებს?!
კომენტარები (0)