მამას
მე, თუ კაცი ვარ, თუ რამე ვარ, თუ ვღირვარ რამის ფასად, ან თუ კი ვებრძვი ყველგან ყოველგვარ აშარს, დამსახურება, პირველ რიგში, ეს არის მამის და რომ ვერასდროს ჩამომშლიან ლეჩაქს და თავშალს მამის კვალია, ბრალი მამის. ვაჟკაცი, თუ ვარ მისი შვილობის შედეგია. შემდეგი ღამის გათევას შევძლებ, ვწერ. დანარჩენს იკითხავ ნუღარ, რადგან ფიცხი ვარ, ხასიათი მომზდევს რა მამის. ეს სიმძიმეა– იყო კაცი, ტვირთია. ჭამის იქით, რომ სულის შიმშილს ვხვდები, რომ ვხვდები ხანაც სამშობლოს ტკივილს, უდიდესი ღვაწლია მამის და თუ რამე ვარ, იმიტომ, რომ მე ვგავარ მამას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი