მარტივად დიდ ტკივილზე
დუუყურე, რა ჯავრიან ტირის ანაი დიდ ტანუჯლა,ტანჯვაია მისი ქედებ მიღმა წაწოლილი გურჯისტანის არის ნანაი, მისი კვნესა რა დრომ ხანა? რაფერ იქნა? უყურებდე შენი გულის დიდრონ ძახილს, ბედწარწერავ ასე რაფერ გვატიალე? ანო, ვმსგავსობთ, უსაძოვროდ დევნილ ნახირს, სამშობლოსკენ, ნენევ, მინდა გავტრიალდე, მაგრამ იქით მყოფებს აღარ ახსოვთ ჩვენი ერთობაი და, ჰოი, როგორ მივდე ანი? გურჯი ვარ და მენატრება ჩემი ჭერი, ეზო–კარ და ოდა–ქოხის პაწაი ბანი. დუუყურე, დუუყურე რაფერ ტირის, ქედებ მიღმა გურჯისტანზე ჩვენი ნენი, გული ვეღარ უძლებს ამდენ თმენას ჭირის, ამდენ ვარამს ვეღარ იტევს გურჯი გენი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი