არა ქებისთვის, არამედ განცდისთვის..


არ ვიცი, სადამდე მიმიყვანს ქება და
რას მიზამს მომავლის ასგზისი ლანდები...
წარსულთან ვალი, რომ მეც გადამეხადა
აწმყოსთან შევიკარ. და მივებანდები
მომავლის საწყისთან შეგრეხილ დარაჯებს,
ქაოსის შეტანა, რომ უნდათ თაკილით
იმ დროში, სადაც ჯერ არ არის სამაჯე,
არ არის ექიმი, არც ვინმე ვაქილი.
და, თუ კი მიმზადებს სავალი სატირას,
თუ ტალახს მესვრიან, სიმართლის საწილოს,
ვერ მნახავს ვერცერთი მათგანი ნატირალს,
მე მზად ვარ, მოვიდნენ მგლებმა და გამწირონ!
მათრიონ ჯანდაბის მესამე კარამდე,
გადამცენ სიცრუის ნაძაღლარ ელვანებს,
ეგება ჟამამდის იქ გადავსამარდე,
სადაც ჩემს ჩანაფიქრს მზე ააელვარებს
და მოჰფენს სხივებად უმეცარ ირაოს,
საბრძოლოდ განაწყობს, ბარტყების საცავად,
რომ ნისლი განგაშის ხმით დააყირაოს,
რომელმა ნისლმაც მის ბუდეში დაცვარა.
ალალად ვიტყვი, რომ განცდისთვის დავწერე,
არც ქება არ მაკლდა მანამდე, სანამდის
სიკვდილის ხელებმა ვარზებით დამცელეს
და მერე მათრიეს ჯანდაბის კარამდის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი