ჩემი ღვთაება და ჩემი აფროდიტე


დენდრო შეგიმზადე, მერე ოწინარით
მაღლა გამოვგზავნე, ტკბილად საყნოსელი,
არც ამან გიწამლა, ჩემზე მოწყინარი
ზიხარ და ცრემლებით სველი სამოსელი
ტანზე შემოგცმია ვერცხლის აბჯარივით.
ჩვენი გულები კი სევდას მიუღია.
უშენობის ტვირთვით უკვე დავჯარიმდი,
მალე დამიბრუნდი, სანამ მიურღვია
ხსოვნას უშენობამ შენით ნაქსოვები.
სულის დათმობამდე მივა ეს განცდა და
ხვეწნით ნაბეზრები წავალ, გაგშორდები.
წუხელ მეზმანე და მართლად, თუ განცხადდა
ქორწილს გადავიხდით ნანგრევებზე საყდრის,
სადღაც მივარდნილ და უღრან ხეობებში,
არც სუფრა გვინდა და არც ღრეობა მაყრის.
იქნებ გეცადა და შენთან შემოგეშვი,
რომ გულში ჩაგიკრა, ლოყა დაგიცხრილო,
ბაგის ნაშიები თრთოლვა შეგაყარო,
შენ ამიწითლდე და ქალურ დაირცხვინო,
მე კი ძველებურად თავი შეგაყვარო.
მო, დაბლა დაეშვი, ე, მაგ ოწინარით,
ერთი სურვილი მაქვს, ჩემდა ჩამოხვიდე,
თუნდაც გაბუტული, თუნდაც მოწყინარი,
ჩემი ღვთაება და ჩემი აფროდიტე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი