ასტრალი
ცაო გული მიკვდება, მიწის ყველა იარა ჩემეულის ჭრაა და ფიქრით არ ვარ შემდევი იმის, რაც დედამიწამ ყოფნა გამოიარა, რაც აცილდა დამგრევი, კოსმოსიდან შემტევი. ასე სიღრმეს ვეძლევი და გარბენა მინდება, სუნთქვა მივივიწყე და მომაკვდავის ხრტიალი ბოლო წერტილს ეხება, მერე სული გმირდება და მიტაცებს შორეთში აზრით ბრმა ხეტიალი. იქ კი იდუმალებად ვარსკვლავეთის დრო ადგა, სივრცეს, გადაულახავს მივაჩვიე გაყოლა... გააზრებას ნიშნებით შთაგონება მოადგა, შემრწყა მიღმეთს და განცდას მძევლად გამოაყოლა სტიქიური ქვიშეთის უდაბური ამალა, მერე დრამად მიქცია შთაგონების სიხშირე, მიღმეთს ბრმად ხეტიალმა სული ისე დაღალა, რომ ჯვარს ვეცვი გონით და აზრით გამოვიხშირე. კვლავ დავბრუნდი მიწაზე, ცხედარს ისევ ეძინა. რა უძვლოა სიშმაგე, აზრი ბორკილს მივაბი. ხორცმა სული შიმშილით აწმყოს მიანერწყვინა, რომ წარსულით დაეხშო ასტრალური გვირაბი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი