გამხოლოება
აზრით გამხოლოება– უდარდელთა აქადი... უშნოვდება სიბრძნე და უმეცრების ზურნებად მოთამაშობს, მომარშობს კაცის მოდგმა აქამდი, მიმოსვარეს არე და იქცნენ ნაგვის ურნებად. ძღომის აქტად დელობენ, აღარ ყოფნით ლაკანი, სჯობს, თუ სუფთა სული გაქვს უპლანეტოდ იარო, თორე ტვინს გაგიხვრიტავს უმეცრების კაკანი, და, თუ მათთან დადგები უნდა გააპიარო– ათასგვარი სიყალბე, მომრუშაო დილემა, ამდენის თქმას, ჩემს გულსაც ალბათ ჯობდა ელოცა, მაგრამ ამ უთქმელობით სასო გამოილევა, ერთ–ორს მაინც ხო ვიხსნი, სიტყვას ვიტყვი მე როცა. დღეს საქმეა ძუნწი და სიტყვა უფრო გრამდება, უთქმელობა არსობის ქომაგი და ოხია, უკეთური ზრახვიდან კარგზე მეტი ,,გვარდება", რადგან უთქმელობის ხმა, თქმაზე უფრო ბოხია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი