წმ. ბერ გაბრიელს
მისი ცივი საფლავი, ცივი ეპიტაფია, ზედ წარწერა- იცხოვრა დაუსრულო დიდებით, მისი გული უბრალო, მარად ღმერთის სახლია, ვერ გატეხეს ტანჯვით და ვერც ცრუ გადაბირებით. მისი ცივი სხეული,მისი სულის აკლდამა, ზედ წარწერა- ნიჭივე იმსახურა, სახურავ გადახდილი დახურა, გაუკვალი გაკვალა და მიწის ღრმა ალერსი მართლაც დაიმსახურა. მისი ცივი გონება, მისი ფიქრის სასახლე, ზედ წარწერა- იპოვა მისტიური ქარტია, სადაც მონათმფლობელთა არ დატოვა ნასახი, მისი გონიც ჯვარცმულის საუკუნო სახლია. მისი ცივი საფლავი, ცივი ეპიტაფია, ზედ წარწერა- ის ღმერთმა შეიწყალა, საკლავი არ დაუკლა, რადგანაც მასში ღმერთი მარხია და თვით ღმერთის საყდარი არის მისი საფლავი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი