არჩევან მკვდარია სავალი


ოდესღაც გულღია, თბილი და ალალი...
ახლა კი, სიცოცხლის შემმუსვრელ აკინაკ
მტყორცნელი გულში და ავყია, თამამი
გახლავარ, სიგიჟემ სიგიჟით დამრკინა.

დღეს ბოროტ-კეთილის სიცრუით ალარვა,
მსგავსი ვარ შეფეთქილ საფლავის გარეგანს,
რადგანაც ცოცხალი სიცოცხლე აღარ ვარ
და ვნატრობ, ამ დამპალ ხორცს სული არ ედგას.

ვერ შეკრავს ვერცერთი ფისი და გომიზი
დარღვეულ უჯრედებს საგვამე ასოთა,
გონებას სულ ახსოვს მთლიანი, რომ მისი,
ოდესღაც ყოველი მტკაველი ფასობდა

ისეთი ფასით, რომ მიწაზე გოგმანი
ყოველგვარ მიამიტ გრძნობაზე ალალი
იყო და ახლა კი, ორივე მოვკალი,
რადგანაც არჩევან მკვდარია სავალი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი