ზვიად გამსახურდიას


თუმცა საქართველომ შენ ვერ დაგიტია,
მაინც ვფიქრობ, რომ შენ ზეცას ეყვარები.
არა, მარტოობა მართლა გამიგია,
მაგრამ მიტოვებას შენსას ვედავები!
არ ვთმობ პოზიციას, ჩემთვის კაცი ხარ და
მართლა გულით მიყვარს შენი საქმეები.
და თუ ამ ციტატით ვინმე გაწიწმატდა
ნამუსს შეუმოწმოს მისსას სამხრეები!
იქნებ გამცემლობამ ჩინად მიუსია,
როცა ღალატისთვის დარად აენთო და
შენი ქართველობა მისთვის მინუსია,
ქვეყნის აყვავებას შენგან არ ელოდა,
მაშინ, როცა თვითონ, ქვეყნის დამგრეველმა
ჩამოაქვესკნელა ზეცის მცირე ქიმზე!
ვიცი რასაც ვამბობ, აზრი არ მერევა!
გული მეკუმშება, ასე ცივს რომ გიმზერ.
სანამ უხვ მოსავალს ჩვენში მოიყვანდი
მოგკლეს პატრიოტი! იქნებ ასეც ჯობდა,
თორე მერენდელში თავსაც მოიკლავდი,
ისე წაახდინეს ჩვენი ქართველობა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი