დამიმეგობრე
ვიცი, სულ მალე ზეცას ღრუბლით კაეშანს მოვგვრი, სამყაროს ბოღმას დავანთხევ და რაიმეს ვავნებ. ვმაღლობ სიცრუით ცხოვრებაზე, ვით სიმონ მოგვი, ვდევნი სიყვარულს ცოფიანი, როგორაც სავლე. ვიყოფი... სურვილს ეზავება სიამით ბძარვა, შენ იცი, ფიქრად ავგორდი და ურწმუნო ვევნე, თუმცაღა ჩემში უარყოფად ნეტარებს ძალვა, მამართლე, როგორც გაამართლე სინდისით პეტრე. არ მტკივა შენებრ ნამსჭვალევნი, არ მტკივა ფერდი, ახლაც ქვრივ-ობოლთ შესაწირი გულით ვილოთე... ცხონების წიგნის უსიტყვაო თუმცა ვარ გვერდი, დამიმეგობრე, როგორც პავლემ იძმო ტიმოთე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი