მგლოვიარე მთაწმინდა


მტკივა ყველა ნერვი და სისხლი ძარღვში ხმაურობს,
ცდილობს გენი, წარსულის, ფიქრში მამოგზაუროს.
მე კი ვდგავარ და ზეცა ისე მაგრად დამწვიმდა,
რომ დუმილით შემყურებს მგლოვიარე მთაწმინდა.
მგლოვიარე, რადგანაც მომავალი ვიხრწნები,
სხვაა მათი ბრძოლა და სხვაა ჩემი მიზნები,
რადგან ჩემში გულქვობის მოყიჟინე სენია,
გატაცებას წარსულის ხსოვნა დაუცელია.
ზეცა უფრო გაგიჟდა, ქვების გროვას მაწვიმებს,
მე კი ურცხვად შევყურებ გულდაგლეჯილ არწივებს.
მათ საფლავებს სისხლი სდით და ეს სისხლი მტკვარდება,
ნელა მიპყრობს განცდა და შინაგანი ბრალდება.
ვხვდები, რასაც მანიშნებს მათგან ასე ცქირება,
თავდადებულ ბღავილში მათ ვინ შეეცილება?
მე კი იქ ვარ, სად გული საქართველოს გაწვიმდა
და მომავლის იმედით შემომყურებს მთაწმინდა.
შემომყურებს და რაღაც ნერვიანად ხმაურობს,
ცდილობს გენი, წარსულის, ფიქრში მამოგზაუროს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი