ქარი მიათრევს ზეცას
აკვიატება მაგიჟებს ხალხის... ქარი მიათრევს ზეცას მერმისელს, ვხედავ სამყაროს კიდემდე დახრილს, მზეს ვხედავ, წვით, რომ სხეულს ვერ ივსებს. ქვედაცქირება მინულებს დათხრილ თვალის ცრემლებას. აქ სანთელს მანალს ვაღვენთებ. ვხედავ ცერამდე დახრილ სამყაროს, როგორ დაეძებს წამალს. მე უუნარო განცდა მაგიჟებს, საგიჟე დროის სილაჩრეს ფარდავს. ვხედავ სამყაროს რწმენა წაგლიჯეს და მზეს ჩამქრალი ვარსკვლავი მართავს. ვხედავ და მსუსხავს სიცივე ხალხის. ქარი მიათრევს ზეცას მერმისელს, და ვჭვრეტ სამყაროს ზიზღამდე დახრილს, სიყვარულით, რომ გრძნობას ვერ ივსებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი