ჯვარცმულს


ახლა ტკივილს ტანზე მჭიდროდ შევეცვი,
ვცხოვრობ განცდით, ნერვით დამაქვს კელობა,
გოლგოთაზე, ღრმად მწამს, ჯვარზე შენ ეცვი,
რა საზარი იყო შენი მკვლელობა.
ოცდაერთი საუკუნის იქით ვარ,
უკანასკნელ ჟამთან ახლოს მდებარე,
გაკვირვებით მითხრა დროის შიკრიკმა,
რომ შენც ჯვარზე აცრემლება ვერ მალე,
როცა შენი შექმნილისგან მოკვდინდი,
იქ სად მრავლად გედგა ხარბი მედროვე.
მახსოვს ის დრო, მხოლოდ კაცად რომ გთვლიდი...
მაპატიე, ღმერთო, ჯვართან ვერ მოველ,
რომ მეკოცნა მიმსჭვალული ტერფები,
შენი მზერა, საოცარი, შემეგრძნო,
ასე რატომ დაიჩაგრე ვერ ვხვდები,
კაცთ გამოხსნა, როცა სხვაგვარ შეგეძლო,
ასე რატომ ატკივილდი არ ვიცი,
მოიბორე სისხლიანი გოდება.
მთელ ოცდაერთ საუკუნეს განვიცდი
და სხეულში მინდა ჯვარცმის მოდება,
მაგრამ არა, არ ხერხდება შენდენი,
არ გამომდის სიკვდილისთვის მუდარა,
ახლა დროის შარიათში შემდევი
ვნანობ, რომ სხვამ დაგაფარა სუდარა
და ტკივილის ტანზე მჭიდროდ ვიკვრები,
ვცხოვრობ განცდით, ნერვით დამაქვს კელობა,
რადგან ვიცი დღემდე ჯვარზე მიკვდები
და ჩემს მხრებზეც არის შენი მკვლელობა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
Lela88 8 წლის წინ

Momewona

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი