მე–სხვა ნება
ვერ მიტანს რა წუთისოფელი, არც ვუთმობ არაფერს ფხიკიანს, უცრემლო ნესტისგან სობელი დუელში მიწვევს და ფიქრიანს მისნური აზრებით მედავის. ბალახის მაგიერ ფუკია მაჭმია. მთხოვს ვგავდე ნეტა ვის? მას ხომ არ, ვის თავსაც უკმია საკმევლად სიმდიდრის შენობა? იმისიც მალეა მიმგდები. არ მსურს და მეძრახვის ჭრელობა, თუმც ასე მარტოკა მივკვდები არ ვნანობ, რომ წუთისოფელი ვერ მიტანს მისდამი ფხიკიანს. მე ცრემლით, ის ნესტით სობელი, დუელში ცრუდ მიწვევს ფიქრიანს. ვერ მომკლავს იმისი ტყვიები, მაინც მის აზრზეა, კერკეტობს, დამღალა მწუხრგანათიები, უნდა, რომ სამზეოს შემკეტოს, რომ იქით ვერ ვპოვო ზმანება– იდუმალ სივრცეთა ხიდები, მე მაინც წავალ და სხვა ნება სხვა მწყემსის ფარაში ვიდგები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი