ცადე


იქნებ ჩამწვდე, სულის სიღრმე მოიარო,
ყველა ტკივილს შეეხო და რა იცი?
რომ მაძაგებ, ეგებ დაამგლოვიარო
შენთვის მარად უდარდელი მაისი.
ჩემი სუნთქვა, დარდიანი, გეძრახება,
არ კითხულობ, გულში რა სვლა ქირქილებს,
მიდი, ერთხელ შენც გაბედე შეჯახება
ტკივილთან და აუხდენი იმ ქვრივებს,
თუ, რატომ წევს მათი ქმრები საფლავში და
რად ზეობენ უსამართლო მისნები?
პაწიების მოკვდინება რად გახშირდა?
მაგრამ არ გსურს მიხვდე ჩემი მიზნები.
დამპალ ყოფას შენეული ნდობით უმზერ,
ბედს უღიმი, თითქოს ისიც გიღიმის.
მე კი, ყველა ტკივილ-განცდას ერთად ვუძლებ
და ცხოვრება გროშად აღარ მიღირის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი