მწუხარების ვარ სამოსელი
შემომაქსოვეს დეპრესია, ვით ბობრი ქსელი, მზემ მეც დამტოვა გათოშილი, ვით ბეთსაიდა. და ახლა უფრო მწუხარების ვარ სამოსელი, ჭირი ათასგან მონაბელი, ხსნა ვერსაიდან. არ მიკვირს, რომ შენ, უშენობით ნაცხოვრებს მრიყავ, არ მიკვირს, რადგან ბოროტი ვარ, ბოროტს ნაცვალი, არ მქონდა შიში (ვითომ, თორე ლაჩარი ვიყავ), არ მქონდა რწმენა, როგორც ბრძანე, მდოგვის მარცვალი. გაყინულ წამებს მივეცემი სიკვდილის ხელით. ჩამოღამდება ჩემი სულის სივრცეში, როცა, ფიქრი მომწყდება, სიბეჩავის ხმით განახელი და უკუნეთშიც შემაყოვნებს გვიანი მოცდა. სულისთვის რაყა გარსნარტყამი, ხორცისთვის სელი ვღამდები, რადგამ მზემ დამტოვა, ვით ბეთსაიდა. და ახლა უფრო მწუხარების ვარ სამოსელი, ჭირი ათასგან მონაბელი, ხსნა ვერსაიდან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი