გაყიდულებს


ოქრო–ვერცხლითა და ფურთხით აღგივსია, მამავ, სპონდი,
გადაბოროტებულ გრიგალს უტაცია შენი ანაფორა,
ღვთისას ვერ ქადაგებ, მაგრამ საქციელით მასვე გმობდე
უკვე სატირაა. ღმერთო სიყვარული მოგვაფარე,

თორემ ჩვენი სახლი, სადაც გვეგულები, დაგვიცარიელეს
თავის მსახურებმა, შენი სახელით, რომ ანტიმსახურობენ,
უკანასკნელივით, ვაგლახ, იქცევიან, მათი საქციელი
გაფუფუნებული მდგომარეობა და ყალბი მსახურია.

„იდეალისტები სადღა არიანო?“– მავანთ დაიჩემეს,
სადღაც მართლდებიან კიდეც, მღვდელთმთავრობა რადგან კარიერად
ამათ გაიხადეს, სხვებზე ზრუნვის ნაცვლად თვისთვის აიშენეს
სასახლეები და მრავალს აბრკოლებენ. გაისარბიელა

ეშმამ გულები რა, მიმიფურთხებია მსგავსი დუმილისთვის,
აი, ეს დუმილი, უფრო ლაჩრობაა, ვიდრე წმინდა ოქრო,
რადგან ცნობილია მათი უმსგავსობა მთელი დუნიისთვის!
კაცო, რომ დამდგარხარ თვითონ უმსგავსო და სხვისას, რომ გმობ

თავი შეისწორე, იქნებ არ ხარ ღირსი მანდ რომ იდგე.
შეუგნებლობაა–არ განიკითხოო– შეძახება!
განა განკითხვაა? სიტყვით უმსგავსობას მოგარიდო?
შენ, თუ სამართალი გეცოტავება, ან ასე გეძრახება

მაშინ მიყუჩდი და სადმე უმკურნალე, ე, მაგ სიღატაკეს
სულის. სამწუხროა, გულის გამხეთქია ჩემთვის საქციელი
ასე მგმობი ღმერთის. ყველა იუდა და ყველა მოღალატე
ჭკუადამრიგებლობს, ხო და დემონური გვიდგას სარბიელი.

ოქრო–ვერცხლითა და ფურთხით აღგივსია, მამავ, სპონდი,
გადაბოროტებულ სივრცეს მოუცვია შენი ანაფორა,
ღვთისას არ ქადაგებ და თან საქციელით მისი მგმობი
ჭკუადამრიგებლობ. ღმერთო, ჩვენ, ცოდვილნი დაგვიფარე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი