ასეა ოდითგანვე


ასეა ოდითგანვე, მონათმფლობელია მონარქია,
მითი კანონობს და შიშით ემოცია გრაგნილდბა,
მონურ მსახურებას განთავისუფლბა, რომ არ ქვია
ვუწყი ვინაიდან. სანამ სათანადოდ გულში აგრილდება

სიტყვა შემაშველე, ვამბობ–მთელი ყოფა უდაბნოა!
ღმრთი–მეგობარი, უსაშველობაში მაძლიერებს,
ჭირში მაიმედებს, ვიცი დაძახილზე უმალ მოვა.
სხვა რა დაგიტოვოთ სოფლის ჭორიკნებს და მარჩიელებს?

სხეულს გიტოვებთ და ათას ჭირ–ვარამით განაწამებს
ისე გამყოფინებთ, რომ სხვებს დასაგლეჯად არ მიადგეთ,
ადამიანებს,რომ უმოწყალოდ არქმევთ მაწანწალებს,
განა ცოტა გინდათ, უსამართლოებო, გაადამიანდეთ?

ასეა ოდითგანვე, მონათმფლობელია მონარქია!
არა ანარქია! მხოლოდ სიყვარული თანასწორობს.
მონურ მსახურებას განთავისუფლება, რომ არ ქვია
ვამბობ! დედამიწამ, მარად უსამართლომ, გამასწოროს

თუნდაც მიწასთან და საფლავს უწარწეროდ შემატოვოს.
ღმერთი–მეგობარი, უსაშველობაში მაძლიერებს.
რახან ჩამოთოვა ღრუბლმა უსამართლოდ, გადავთოვე.
მარტო მძორს გიტოვებთ სოფლის ჭორიკნებს და მარჩიელებს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი